
პორტუგალიაში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.
გამოცემის ცნობით, მოქალაქეებს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ. კანონი ძალაში შევა ქვეყნის 308 მუნიციპალიტეტიდან 121–ში, ლისაბონისა და პორტოს ჩათვლით.
გარდა ამისა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის ანტონიო-კოსტას გადაწყვეტილებით, მომავალი ორი შაბათ-კვირის განმავლობაში მოქალაქეებს 13:00 საათიდან 05:00 საათამდე სახლის დატოვება აეკრძალებათ.
ამასთან, 9 ნოემბრიდან პორტუგალიაში 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა შედის ძალაში.