თავში

პორტუგალიაში "ომიკრონი" საფეხბურთო კლუბის 13 წევრს დაუდასტურდა

​პორტუგალიაში "ომიკრონი" საფეხბურთო კლუბის 13 წევრს დაუდასტურდა
პორტუგალიაში ომიკრონი საფეხბურთო კლუბის 13 წევრს დაუდასტურდა

პორტუგალიაში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შემთხვევები დაფიქსირდა. ინფიცირებული ლისაბონის საფეხბურთო გუნდის 13 წევრია. ისინი მას შემდეგ დაავადდნენ, რაც ერთ-ერთი მოთამაშე სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინფიცირების შესახებ ლისაბონის გუნდის, "ბელენენსეშის" ფეხბურთელების ინფიცირების შესახებ შაბათს გუნდ "ბენფიკასთან" გამართულ მატჩის დროდ გახდა ცნობილი.

თამაში მეორე ტაიმის მეორე წუთზე შეწყდა იმის გამო, რომ შესვენების შემდეგ საფეხბურთო მოედანზე "ბელენენსეშის" გუნდის მხოლოდ შვიდი მოთამაშე დაბრუნდა, რადგან დანარჩენი მოთამაშეები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

კლუბის სპიკერის ინფორმაციით, ამჟამად თვითიზოლაციაში "ბელენენსეშის" გუნდის 44 წევრი იმყოფება.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, დაავადების სიმპტომები "ორ-სამ" ფეხბურთელს აღენიშნება, დანარჩენებს უსიმპტომო აქვთ.

ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებისთვის რამდენიმე სახელმწიფომ საზღვრები ჩაკეტა, რადგან აქ კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system