თავში

პოსტ-კოვიდ სიმპტომი ბავშვებშიც გამოვლინდა

პოსტ-კოვიდ სიმპტომი ბავშვებშიც გამოვლინდა
პოსტ-კოვიდ სიმპტომი ბავშვებშიც გამოვლინდა

იტალიაში პოსტ-კოვიდ სიმპტომი უკვე ბავშვებშიც გამოვლინდა. იტალიელი მკვლევარების თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პატარა პაციენტები უძილობას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს უჩივიან.

მცირეწლოვანი პაციენტები, რომლებიც პოსტ-კოვიდურ სიმპტომებს უჩიოდნენ, საბოლოოდ მათგან გამოჯანმრთელებიდან 162 დღის შემდეგ გათავისუფლდნენ.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, პოსტ-კოვიდ სიმპტომს გამოჯანმრთელებული პაციენტების დაახლოებით 20% განიცდის. საგულისხმოა, რომ ის ყველაზე ხშირად თავს იჩენს ბავშვებში, რომლებმაც კორონავირუსი მძიმე ფორმით გადაიტანეს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მას ასიმპტომური ინფიცირებულებიც უჩივიან.

ზოგადი სტატისტიკის თანახმად, გამოჯანმრთელებიდან 6 თვის შემდეგაც კი, პოსტ-კოვიდ პაციენტების 63% დაღლილობასა და კუნთების სისუსტეს უჩივის. ძილთან დაკავშირებული სირთულეები გამოჯანმრთელებულთა 26%-ს აღენიშნება, ხოლო შფოთვას ან დეპრესიას კორონავირუსისგან განკურნებულთა 23% უჩივის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system