თავში

პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მოედანს ბორის ნემცოვის სახელს დაარქმევენ

პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მოედანს ბორის ნემცოვის სახელს დაარქმევენ
პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მოედანს ბორის ნემცოვის სახელს დაარქმევენ

პრაღის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს მოკლული რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელს დაარქმევენ. მანამდე მას "მოედანი წაბლების ქვეშ" ეწოდებოდა.

"გადაწყვეტილება რუსეთის ოპოზიციისადმი სოლიდარობის აქტს წარმოადგენს. ამ ჟესტით პრაღა სხვა მეგაპოლისებს უერთდება, რომლებიც ამ გზით თანამედროვე რუსეთში მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაზე მიუთითებენ", - ნათქვამია ჩეხეთის დედაქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაში.

ინიციატივა კენჭისყრაზე პრაღის მერმა, ზდენეკ გრჟიბმა გაიტანა. მისი თქმით, მოედნის გახსნის ცერემონიის გამართვა მას ბორის ნემცოვის მკვლელობის მე-5 წლისთავზე, 2020 წლუის 27 მაისს სურს. გარდა ამისა, საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალ მისამართზე, რუსეთის საელჩოს გარდა, არც ერთი სხვა დაწესებულება არ იქნება რეგისტრირებული.

ბორის ნემცოვი, რუსული ოპოზიციის ლიდერი, 2015 წლის 27 თებერვალს კრემლთან ახლოს მოკლეს. ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system