თავში

პრაღაში რუსეთის საელჩოსთან 7 პირი დააკავეს

პრაღაში რუსეთის საელჩოსთან 7 პირი დააკავეს
პრაღაში რუსეთის საელჩოსთან 7 პირი დააკავეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან 7 ადამიანი დააკავეს, რომლებიც საკონსულოს მიმდებარე ღობეს კეტჩუპს ასხამდნენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მათ ჩეხეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის დარღვევა ედებათ ბრალად. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა რუსეთის საელჩო პროტესტის ნიშნად დააზიანეს და ინციდენტი ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან არის კავშირში. ვინაიდან, ჩეხეთის მთავრობა 2014 წელს,  საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებაში რუსეთს ადანაშაულებს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ჰამაჩეკმა 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. 

როგორც BBC იუწყება, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში სავარაუდო ეჭვმიტანილებს, ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან აქვთ კავშირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system