თავში

პრაღაში, სკვერებსა და ბაღებში მოწევა აიკრძალა

პრაღაში, სკვერებსა და ბაღებში მოწევა აიკრძალა
პრაღაში, სკვერებსა და ბაღებში მოწევა აიკრძალა

ჩეხეთის დედაქალაქში მდებარე სკვერებში, ბაღებში, აგრეთვე ტყეებსა და ქალაქის მოედნებზე მოწევა იკრძალება. 

ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ხანძრის საშიშროების შემცირების მიზნით მიიღო.

გარდა სიგარეტის მოწევისა, აკრძალულია ფეიერვერკების გაშვება და  ცეცხლის გამოწვევის საშიშროების სხვა საშუალებების გამოყენება.

პარკებში ელექტრონული სიგარეტების მოწევა კვლავ ნებადართულია.

ჩეხეთის დედაქალაქში მოწევა ასევე აკრძალულია კიოსკებთან და ავტობუსის გაჩერებებთან, სათამაშო მოედნებთან, სკოლებთან და სხვა ხალხმრავალ ადგილებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system