თავში

პრეზიდენტი კორონავირუსის კარანტინში მოათავსეს

პრეზიდენტი კორონავირუსის კარანტინში მოათავსეს
პრეზიდენტი კორონავირუსის კარანტინში მოათავსეს

მონღოლეთის პრეზიდენტი ხალთმააგინ ბატულგა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, მონღოლეთში დაბრუნების შემდეგ, 14 დღიან კარანტინში მოათავსეს. პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიანზურხის რაიონის საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან. დელეგაციის დანარჩენ წვერებს კი იზოლაციისთვის ადგილები ჟარგალანტეს სანატორიუმში გამოუყვეს.

მონღოლეთის პრეზიდენტმა ჩინეთის ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლაში ჰუმანიტარული დახმარების ნიშნად, 30000 ცხვარი პირადად მიართვა.

მონღოლეთმა ჩინეთთან საზღვარი, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, იანვრის ბოლოს ჩაკეტა. ოფიციალური ინფორმაცია, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system