თავში

პრინც ჰარის და მეგან მარკლის ინტერვიუს თიზერი გამოქვეყნდა - VIDEO

პრინც ჰარის და მეგან მარკლის ინტერვიუს თიზერი გამოქვეყნდა - VIDEO
პრინც ჰარის და მეგან მარკლის ინტერვიუს თიზერი გამოქვეყნდა - VIDEO

ინტერნეტში გამოჩნდა ოპრა უინფრის შოუს თიზერი. მან ინტერვიუ პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან ჩაწერა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერვიუს დროს ტაბუდადებული თემები აღარ იქნება, ამიტომ მაყურებლები ვარაუდობენ, რომ წყვილმა ინტერვიუში პირად პრობლემებსა და სირთულეებზეც ისაუბრა, რომლებსაც ისინი შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ წააწყდნენ.

ინტერვიუს სათაურში გაკეთებულია ფრაზა "თითქმის აუტანელი". ასე აღწერა მეგან მარკლმა მის წინააღმდეგ ონლაინ აგრესია 2020 წლის ოქტომბერში.

"ჩუმად იყავი თუ იძულებული გახდი ჩუმად ყოფილიყავი?", - ეს კითხვა დაუსვა ოპრა უინფრიმ ჰერცოგინიას.

თიზერში ასევე გამოჩნდა პრინცი ჰარი, მან თავის უდიდეს შიშს უწოდა "ისტორიის გამეორება", რაც მიანიშნებს დედის, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შესახებ მოყოლილ ამბავზე.

ცნობილია, რომ მაყურებელი სრული ინტერვიუს 7 მარტს, CBS-ზე იხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system