თავში

პრინც უილიამს მონარქიის მოდერნიზაცია სურს

​პრინც უილიამს მონარქიის მოდერნიზაცია სურს
პრინც უილიამს მონარქიის მოდერნიზაცია სურს

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის შვილიშვილი, კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი ქვეყანაში სისტემის მოდერნიზაციაზე ფიქრობს. ინფორმაციას ამის შესახებ US Weekly ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 39 წლის პრინცი მონარქიის მომავალზე და მის ცვლილებებზე დიდი ხანია ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ საყდრის რიგში მამის, ჩარლზის შემდეგ მეორეა.

წყაროების თქმით, მართალია უილიამი პროტოკოლსა და ტრადიციებს პატივს სცემს, თუმცა საკუთარ მისიას ხალხთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაში ხედავს.

"მან და ქეითმა ღიაობასა და იდუმალების ფარდას შორის ჯანსაღი ბალანსი შექმნეს. ის აღიარებს, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა მისი მუშაობის ნაწილია და ეს მას აწყობს", - განაცხადა წყარომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system