თავში

პრინცესა დიანას კაბებს აუქციონზე გაიტანენ

პრინცესა დიანას კაბებს აუქციონზე გაიტანენ
პრინცესა დიანას კაბებს აუქციონზე გაიტანენ

პრინცესა დიანას რამდენიმე კაბას აუქციონზე გაიტანენ. ინფორმაციას  Euronews  ავრცელებს. 

აუქციონზე გატანილ კაბებს შორის არის ბრიტანელი დიზაინერის ვიქტორ ედელშტეინის მიერ შექმნილი ცნობილი მოდელიც.  

დიანას მუქი ლურჯი, უმკლავო კაბა თეთრ სახლში 1985 წელს მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან ვახშამზე ეცვა. მან ამ დღეს ტრავოლტასთან ერთად იცეკვა. მაშინ კაბამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხავერდის ლურჯი კაბა აქციონზე მოხვდა. კაბა აუქციონზე პირველად 2013 წელს გაიტანეს და 284 000 ევროდ ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. ახლა არის მოლოდინი რომ კაბა 400 000 ევროდ გაიყიდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system