თავში

პრინცი ჩარლზი თავის Aston Martin-ში საწვავის ნაცვლად ღვინოსა და ყველს ასხამს

​პრინცი ჩარლზი თავის Aston Martin-ში საწვავის ნაცვლად ღ~ს
პრინცი ჩარლზი თავის Aston Martin-ში საწვავის ნაცვლად ღვინოსა და ყველს ასხამს

დიდი ბრიტანეთის პრინცი პრინცი ჩარლზი თავის Aston Martin-ში ბენზინის ნაცვლად ბიოსაწვავს იყენებს, რომელიც თეთრი ღვინისა და ყველის შრატისგან მზადდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი თქმით, ის ცდილობს, ატმოსფერო მინიმალურად დააბინძუროს და ენერგიის ტრადიციულ წყაროებს ბიომასაზე დაფუძნებულ საწვავს ამჯობინებს. ამიტომ, მისი სასახლე მზის ენერგიით თბება, ავტომობილი კი ბიოსაწვავზე მუშაობს.

"მე მაქვს ელექტრომობილები, მაგრამ მათთან ყველაფერი რთულადაა. შეგიძლიათ, წარმოიდგინო, რომ ჩემი ძველი Aston Martin, რომელსაც უკვე 51 წელია ვხმარობ, ინგლისურ თეთრ ღვინოსა და ყველის შრატზე დადის?", - განაცხადა ჩარლზმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system