თავში

პრინცი ფილიპი ისევ საავადმყოფოში მოხვდა

​პრინცი ფილიპი ისევ საავადმყოფოში მოხვდა
პრინცი ფილიპი ისევ საავადმყოფოში მოხვდა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ის მეუღლე, 99 წლის პრინცი ფილიპი ლონდონის საუკეთესო საავადმყოფოში შემდგომი მკურნალობისთვის გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. 99 წლის ჰერცოგმა მეფე ედუარდ VII-ს საავადმყოფო დატოვა და წამყვან მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში გადაინაცვლა.

ექიმები ინფექციის მკურნალობას გააგრძელებენ, ასევე ჩაატარებენ გამოკვლევებს და გულის დაავადებას გააკონტროლებენ.

”ჰერცოგი თავს კომფორტულად გრძნობს, მკურნალობა მას ეხმარება. პრინცი საავადმყოფოში სავარაუდოდ კვირის ბოლომდე დარჩება”, - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, პრინცი ფილიპი საავადმყოფოში 17 თებერვალს მოათავსეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system