თავში

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ელისაბედ მეორის მოტყუებაში დაადანაშაულეს

​პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ელისაბედ მეორის მოტყუებაში დაადანაშაულეს
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ელისაბედ მეორის მოტყუებაში დაადანაშაულეს

ჟურნალისტი და მწერალი პენი ჯუნორი დარწმუნებულია, რომ პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლმა დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II მოატყუეს. ამის შესახებ Mirror წერს.

მისი აზრით, მოტყუება დაკავშირებულია ახალშობილისთვის სახელის შერჩევასთან. კერძოდ, ჟურნალისტის თქმით, წყვილმა დედოფალს ბავშვის სახელთან დაკავშირებით რჩევა კი ჰკითხეს, თუმცა ივნისის თვეში დაბადებული გოგონას სახელი, სინამდვილეში, დიდი ხანია არჩეული ჰქონდათ.

ჯუნორი თავის პოზიციას ამტკიცებს იმით, რომ გარდა დომენისა lilibetdiana.com, რომელიც ელისაბედ მეორესთან ზარის დღეს იყო შეძენილი, 31 მაისს დარეგისტრირდა მსგავსი მისამართი - lilidiana.com.

პრინცმა ჰარიმ და მარკლმა განაცხადეს, რომ ქალიშვილის დაბადებამდე შეიძინეს ინტერნეტმი-სამართები მათი ქალიშვილის სახელით, რათა თავიდან ეცილებინათ არაკეთილსინდისიერი მოქალაქეების მიერ მათი ბავშვის სახელის ბოროტად გამოყენების ფაქტები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system