თავში

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის მაღალი რანგის სტატუსზე უარს აცხადებენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის მაღალი რანგის სტატუსზე უა
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის მაღალი რანგის სტატუსზე უარს აცხადებენ

ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

წყვილი აღნიშნავს, რომ სამეფო სახლისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას გეგმავენ.

„მრავალთვიანი ფიქრისა და შიდა დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ, მიმდინარე წელს განვახორციელოთ ცვლილებები და დავიწყოთ ამ ინსტიტუტში ახალი პროგრესული როლის შესრულება. ვაპირებთ, შევწყვიტოთ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების მოვალეობის შესრულება და ვიმუშავოთ, რათა გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები და ამავე დროს, გავაგრძელოთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის სრული მხარდაჭერა. ამიერიდან ჩვენს დროს ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის დავხარჯავთ”, – ნათქვამია ჰარისა და მეგანის განცხადებაში.

წერილის თანახმად, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე საქველმოქმედო ფონდის გახსნას გეგმავენ, თუმცა ჯერ უცნობია კონკრეტულად რა მიზნებს ემსახურება ორგანიზაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system