თავში

პრინცი ჰარი სამეფო ტიტულს შეინარჩუნებს - Daily Mail

პრინცი ჰარი სამეფო ტიტულს შეინარჩუნებს - Daily Mail
პრინცი ჰარი სამეფო ტიტულს შეინარჩუნებს - Daily Mail

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II შვილიშვილ ჰარის "პრინცის" ტიტულს არ ჩამოართმევს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება.

”ჰარი პრინცად დაიბადა და ყოველთვის პრინცი ჰარი იქნება”, - განმარტა ბუკინგემის სასახლის წყარომ გამოცემას. 

გარდა ამისა, ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი კვლავ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია იქნებიან. ეს ტიტულები მათ საქორწილო საჩუქრად გადაეცათ.

ტექნიკური თვალსაზრისით, ჰარი და მეგანი "სამეფო უდიდებულესობად" (Royal Highness) რჩებიან თუმცა,  მათ ამ ტიტულების გამოყენების უფლება არ აქვთ. 

სასახლე მიიჩნევს, რომ ჰარისა და მეგანის კომერციული საქმიანობა საპატიო სამხედრო წოდებებთან, ასევე რიგი ინსტიტუტებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ოფიციალური პატრონის სტატუსთან შეუფერებელია. ამიტომ მათ ამ წოდებებთან განშორება მოუწევთ.

ცნობისთვის, 14 თებერვალს ,ეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ განაცხადეს, რომ მეორე შვილს ელოდებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system