თავში

პრინცი ჰარი და მისი ცოლი მეგანი ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში პირველად ჩავლენ

პრინცი ჰარი და მისი ცოლ
პრინცი ჰარი და მისი ცოლი მეგანი ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში პირველად ჩავლენ

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი ჩვილ შვილთან ერთად იოჰანესბურგში ორშაბათს ჩავლენ და თავიანთ პირველ ოფიციალურ ტურს დაიწყებენ. სამხრეთ აფრიკაში ვიზიტს ისეთი პრობლემების განხილვით იწყებენ, როგორიცაა ბავშვებსა და ქალებზე ძალადობა. 

საფოსტო განყოფილებაში მომხდარი სტუდენტის გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ძალადობის ფაქტები ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა. ინციდენტს ათასობით ქალის საპროტესტო აქციები მოყვა. მათი თქმით, ეს არის ქვეყანა, სადაც ყოველ დღე 100-ზე მეტ ქალს აუპატიურებენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა, კირილ რამაფოსამ ოთხშაბათს განცხადება გააკეთა და თქვა „ქალად ყოფნისთვის ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია“

ქვეყანაში 10 დღიანი მულტიკულტურული ტურის დროს, სადაც ველური ბუნების დაცვის, მეწარმეობის, ფსიქიკურად დაავადებულებისა და მაღაროების გაწმენდის საკითხებს განიხილავენ, მთავარი თემა, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრში ჰარის გარდაცვლილი დედის, პრინცესა დიანას წყალობით მოხვდა, ქალების უსაფრთხოებაა, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე ყუდარებას სწორედ ამაზე გაამახვილებენ.

სამხრეთ აფრიკელები მეგანის ჩამოსვლას სიამოვნებით ელოდებიან და მოხარულები არიან, რომ მან ყურადღება ქალთა უფლებების დაცვაზე გაამახვილა.
მეგანი პირველად სიტყვით სემინარზე გამოვა, სადაც, ახალგაზრდა ქალებს თავდაცვის მეთოდებს ასწავლიან. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system