თავში

პრინცი უილიამი ყვება რაზე ჩხუბობენ პრინცები და პრინცესები

პრინცი უილიამი ყვება​ რაზე ჩხუბობენ პრინცები და პრინცესები
პრინცი უილიამი ყვება რაზე ჩხუბობენ პრინცები და პრინცესები

ისე ძალიან არავინ ჩხუბობს, როგორც დედმამიშვილები. პრინცმა უილიამმა უახლეს ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რა საკითხებია ძირითადად მისი შვილების პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას ჩხუბის მიზეზი.

"ყველაზე ხშირად დილით ჩხუბობენ. საკმაოდ დაძაბული ბრძოლაა იმის შესახებ, რა მუსიკა უნდა უკრავდეს ამ დროს. ამ მომენტში გარდაუვალია მშობლების ჩართვა. ჩვენ დავადგინეთ, რომ ერთმანეთს მორიგეობით დაუთმობენ და თითო-თითო სიმღერის გამოტოვებით შეუძლიათ ჩართონ ის რაც უნდათ", - თქვა უილიამმა.

აქვე გაიხსენა დედა, პრინცესა დაიანა, რომელიც შვილების სკოლაში მიყვანამდე ავტომობილში ტინა ტერნერს უსმენდა. უილიამის შვილებს კი შაკირა უყვართ.

"ყველაზე ხშირად მაინც ჩაცმის დროს ხალისობენ. შარლოტას უყვარს, როცა ბალეტის ფორმაში შემოდის სამზარეულოში და ცეკვავს. ჯორჯიც მას ბაძავს და მხიარული მომენტებიც აქედან იწყება. ბედნიერი ვარ, როცა ჩემი შვილების სიმღერა მესმის და ვხედავ, როგორ ირთობენ თავს ცეკვით", - თქვა უილიამმა ინტერვიუში.

ჟურნალისტმა მას საკუთარი საყვარელი სიმღერის შესახებაც ჰკითხა. უილიამი ყველაზე ხშირად AC/DC-ს უსმენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system