თავში

პროფესორი, რომელიც Covid-19-ს იკვლევდა, მოკლეს

​პროფესორი, რომელიც Covid-19-ს იკვლევდა, მოკლეს
პროფესორი, რომელიც Covid-19-ს იკვლევდა, მოკლეს

პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც აცხადებდა, რომ Covid-19-ის კვლევაში "ძალიან სერიოზული მიგნებები აღმოაჩინა", მოკლეს. ამის შესახებ CNN წერს.

ბინგ ლიუს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. პოლიციის ინფორმაციით, ის მეორე მამაკაცმა მოკლა, რომელიც მოგვიანებით პროფესორის სახლის გვერდით, მანქანაში აღმოაჩინეს.

მკვლელობის შემდეგ ის ავტომობილში ჩაჯდა და თავი მოიკლა. გამოძიება ვარაუდობს, რომ მამაკაცები ერთმანეთს იცნობდნენ.

პიტსბურგის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ მომდარმა ისინი შეძრა და მოკლულის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

თანამშრომლების თქმით, ბინგი მნიშვნელოვანი შედეგების გახმაურებისთვის ემზადებოდა, რომელიც SARS-CoV-2-ს და მის გართულებებს უკავშირდებოდა. უნივერსიტეტის თანამშომლები აცხადებენ, რომ ბინგის კვლევას გააგრძელებენ და დაასრულებენ, რათა მოკლულ პროფესორს პატივი მიაგონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system