თავში

პუერტო-რიკო შესაძლოა აშშ-ის შტატი გახდეს

პუერტო-რიკო შესაძლოა აშშ-ის შტატი გახდეს
პუერტო-რიკო შესაძლოა აშშ-ის შტატი გახდეს

პუერტო-რიკოს გუბერნატორმა, ვანდა ვასკესმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, 3 ნოემბერს ჩატარდება რეფერენდუმი, რომელიც კუნძულის აშშ-ში გაწევრიანების საკითხს გადაწყვეტს.

მოსახლეობას მხოლოდ ერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: "სურთ თუ არა, რომ პუერტო-რიკო დაუყოვნებლივ აშშ-ის შემადგენლობაში შევიდეს."

 რეფერენდუმი ადგილობრივი არჩევნების პარალელურადჩატარდება. 

შეერთებულ შტატებს არ დაეკისრება ვალდებულება რეფერენდუმის შედეგები განუხილველად მიიღოს, არამედ, პუერტო-რიკოს აშშ-სთან შეერთების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების კონგრესი მიიღებს.

პუერტო რიკო  თავისუფლად ასოცირებული სახელმწიფოს სტატუსს ინარჩუნებს, რომელსაც შეერთებული შტატები მართავს. მაცხოვრებლებმა არაერთხელ დაადგინეს კუნძულის პოლიტიკური სტატუსი, ბოლო ხმის მიცემა 2017 წელს ჩატარდა, თუმცა, რეფერენდუმის შედეგებს აშშ-ს კონგრესმა მხარი არ დაუჭირა.

ქვეყნის მაცხოვრებლები აშშ მოქალაქეების სტატუსით სარგებლობენ, თუმცა, მათ არ შეუძლიათ ხმის მიცემა საპრეზიდენტო არჩევნებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system