თავში

პუერტო-რიკოს სურს, აშშ-ის 51-ე შტატი იყოს

პუერტო-რიკოს სურს, აშშ-ის 51-ე შტატი იყოს
პუერტო-რიკოს სურს, აშშ-ის 51-ე შტატი იყოს

პუერტო-რიკოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ მისცა ხმა იმას, რომ კუნძული აშშ-ს 51-ე შტატად იქცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აშშ-სთან შეერთებას ამომრჩეველთა 52%-მა მისცა ხმა (ხმების 95%-ის დათვლის შედეგად). მიუხედავად ამისა, პუერტო-რიკოს მოსახლეობის ნებას იურიდიული ძალა არ აქვს და ყველაფერი აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული

პუერტო-რიკო აშშ-ის ტერიტორიად 1898 წლიდან არის აღიარებული. მისი მოქალაქეები აშშ-ს მოქალაქეები არიან, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა მათ არ შეუძლიათ და აშშ-ის კონგრესში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავთ.'

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system