თავში

პუსანის მერმა სექს-სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა

​პუსანის მერმა სექს-სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა
პუსანის მერმა სექს-სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა

სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანის მერმა, ო კო დონმა ქვეშევრდომს სექსუალური შევიწროების გამო ბოდიში მოუხადა და თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Yonhap წერს.

ბრიფინგზე მერმა განაცხადა, რომ მოკლე, 5-წუთიანი შეხვედრის დროს თავს "უადგილო ფიზიკური კონტაქტის" უფლება მისცა.

ო კო დომ განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა და ნანობს.

ქალმა, რომელსაც მერი ავიწროებდა, ინციდენტის შესახებ სექსუალური დანაშაულის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცენტრს აუწყა. მერის თანაშემწეებმა მისი მონაყოლი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ მის ნებისმიერ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. ქალმა მოითხოვა, რომ მერმა თანამდებობა დატოვოს და გადადგომის მიზეზებზე საჯაროდ განაცხადოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system