თავში

სოჭში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დაიწყო

​სოჭში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დაიწყო

სოჭში, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს. 

შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რეგიონში ვითარება ძალიან მწვავეა, რის გამოც, თურქეთ-სირიის ორმხრივი შეხვედრა ძალიან საჭიროა.

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს საღამოს იწურება. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფ სირიელ ქურთებს 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system