თავში

პუტინი ჩემი ალალი ძმაა - ლუკაშენკო

​პუტინი ჩემი ალალი ძმაა - ლუკაშენკო
პუტინი ჩემი ალალი ძმაა - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ალალი ძმები არიან და სამყაროს ერთნაირად უყურებენ.

"შემიძლია ვთქვა, რომ ვლადიმერ პუტინი მე მეგობარზე მეტად აღმიქვამს, ჩვენ ძმები ვართ. თუ სერიოზულად გინდათ, იცით რა არის ჩვენს შორის საერთო? ჩვენ, მგონი ახლა უფრო ნათლად გამოიკვეთა, სამყაროს ძირითადი მიმართულებით, ძირითად პრობლემებს ერთნაირად ვუყურებთ. ამ სამყაროს ერთი და იგივე თვალებით ვუყურებთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ამაში ბოლო დროს განსაკუთრებით დარწმუნდა.

"ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ზოგიერთ საკითხს ძალიან ღრმად და ვხედავ, რომ ამ საკითხებს ერთი თვალით ვუყურებთ, ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system