თავში

პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაზალური ვაქცინით აიცრა

​პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაზალური ვაქცინით აიცრა
პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაზალური ვაქცინით აიცრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაზალური ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, პუტინი ახალი პრეპარატის გამოცდის მოხალისე გახდა.

პუტინის თქმით, ვაქცინას ფხვნილის ფორმა ჰქონდა.

"15 წუთი ვიჯექი, არანაირი შეგრძნება არ გამჩენია", - განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ 22 ნოემბერს მას Sputnik Light-ით რევაქცინაცია გაუკეთეს.

"ვაქცინაციიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ დამცავი ტიტრი დაეცა და ექსპერტებმა რეკომენდაცია გაუწიეს რევაქცინაციის პროცედურას, რაც გავაკეთე“, - განაცხადა პუტინმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system