თავში

პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

​პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიაზე წარადგინეს. კომიტეტს განაცხადი რუსმა მწერალმა სერგეი კომკოვმა გაუგზავნა.

კომკოვის თქმით, პუტინს ეს ჯილდო კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში 27 ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და რუსეთის კონსტიტუციაში ღმერთის შესახებ შეტანილი ცვლილებებისთვის ეკუთვნის.

შეგახსენებთ, 12 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ წარადგინეს. ტრამპი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვისაა ნომინირებული.

მანამდე კი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე ნორვეგიელმა დეპუტატმა 2021 წლის მშვიდობის დარგში წარადგინა, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის შეთანხმების მიღწევაში დახმარებისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system