თავში

პუტინი: საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია "ნელი მოქმედების ნაღმს" შეიცავდა

პუტინი: საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია "ნელი მოქმედების ნაღმს" შეიცავდა
პუტინი: საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია ნელი მოქმედების ნაღმს შეიცავდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სსრკ-ის კონსტიტუციის შემადგენლობაში "ნელი მოქმედების ნაღმი" იყო ჩადებული, რაც საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკების გასვლის უფლებას მოიცავდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსული მიდიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პუტინმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ლენინური თეზისს შეიცავდა, რომელიც მოკავშირე რესპუბლიკებს ერთიანი კავშირიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევდა. ხოლო, სტალინი სხვა თვალსაზრისის მომხრე იყო. ის საუბრობდა ნაციონალური გაერთიანებების ავტონომიზაციის აუცილებლობაზე, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკაში მათი ავტონომიის უფლებებით შესვლაზე და საბჭოთა კავშირიდან არანაირი გასვლა გათვალისწინებული არ იყო. 

პუტინის თქმით, საბოლოოდ "ლენინისეულმა იდეამ" გაიმარჯვა, რომელიც ერთი კონსტიტუციიდან მეორეში გადადიოდა, თუმცა კავშირისგან გამოყოფის წესი დადგენილი არ იყო.

"არსებითად კომუნისტურმა პარტიამ საკუთარი ბედი, თავისი ჯგუფური ინტერესები მთელი ქვეყნის ინტერესებს დაუკავშირა. და როდესაც მან თავად, ყოველგვარი გარე დარტყმების გარეშე დაიწყო შიგნიდან დაშლა, მასთან ერთად დაიწყო დაშლა ქვეყანამაც. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია,  ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც ჯერ კიდევ 1922 წელს საბჭოთა კავშირის შექმნისას ჩაიდო კონსტიტუციაში და ჩვენი ქვეყნის შემდგომ კონსტიტუციებშიც გადმოვიდა“, – განაცხადა პუტინმა.

ასეთი შეცდომების თავიდან ასაცილებლად, პუტინი თვლის, რომ საჭირო იყო მოქმედი კონსტიტუციის შეცვლა. 

”ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და შექმნის პირობებს ჩვენი ქვეყნის პროგრესული განვითარებისთვის მომავალი ათწლეულების განმავლობაში”, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system