
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეპ ბორელმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
"რუსეთის აგრესიული რეაქციები აჩვენებს, რომ ისინი დემოკრატიულ ღირებულებებს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამენ და როგორც კი მაგიდაზე ადამიანის უფლებათა საკითხს დადებ, მაგალითად, ამ შემთხვევაში ნავალნის საქმეს, ისინი ნებისმიერი სახის პოზიტიური მიდგომას ბლოკავენ.
მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ევროკავშირს სცილდება. პუტინის რეჟიმი ყველა შესაძლებლობას იყენებს, მათ შორის დეზინფორმაციასაც, იმისათვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ოპოზიციას ებრძოლოს“, – განაცხადა ჯოზეპ ბორელმა.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, რაც მათ შორის, კიბერ შეტევებსაც მოიცავს რუსი მაღალჩინოსნების მიმართ ახალი სანქციების დაწესება განიხილება.
Russia is disconnecting from the EU. The Putin regime is using every means including disinformation to ensure its survival. #ACFrontPage
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) February 27, 2021
See my debate with @AtlanticCouncil https://t.co/XbKm82E3Km pic.twitter.com/oIqLVfKteB