თავში

პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით ყარაბაღის საკითხი განიხილეს

​პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით ყარაბაღის საკითხი განიხილეს
პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით ყარაბაღის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების მოსკოვში გამართული სამმხრივი შეხვედრის დეტალები განიხილა. შეხვედრაზე მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების შესრულების საკითხები განიხილებოდა.

საუბრისას ითქვა, რომ შეხვედრის მთავარი შედეგი იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ვითარების ნორმალიზებასთან დაკავშირებული პოზიციის დადასტურება და მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. ამ მიმართულებით მხარეებმა გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც შეათანხმეს.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა რუსეთისა და თურქეთის კოორდინირებული მოქმედებების გაგრძელებას, მათ შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთსასარგებლო პროექტების ხელშეწყობის საქმეში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system