თავში

პუტინმა დისტანციური ხმის მიცემის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

პუტინმა დისტანციური ხმის მიცემის შესახებ კანონს მოაწერა ხელი
პუტინმა დისტანციური ხმის მიცემის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

რუსეთი პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დისტანციური ხმის მიცემის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კანონი ფედერალურ და ადგილობრივ არჩევნებზე ხმის დისტანციურად მიცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნები კვლავ შენარჩუნდება და მსურველებს ხმის მიცემა ძველი ფორმით შეეძლებათ. 

აღნიშნული ცვლილელებები რეფერენდუმის დისტანციური ხმის მიცემის წესით ჩატარების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით კანონი მიღების მთავარი მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საშიშროებაა.

აღნიშნული პრაქტიკა აქამდეც არსებობდა, კერძოდ 2019 წლის არჩევნებში რამდენიმე უბანზე იქნა გამოყენებული.

შეგახსენებთ, რუსეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 388-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 434-ით გაიზარდა და 335 882-ს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system