თავში

პუტინმა ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი დუმას წარუდგინა

პუტინმა ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი დ
პუტინმა ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი დუმას წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დუმას ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. ამის შესახებ Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა წერს.

15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულებიდან გასვლის შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს იწყებს.

მანამდე, აშშ-მა 2020 წლის 22 ნოემბერს "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა. ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მოქმედებების მონიტორინგის მიზნით, ხელშეკრულების მხარე ქვეყნების ტერიტორიაზე გადაფრენა აშშ-ს აღარ შეეძლება. ვაშინგტონი ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად რუსეთის მიერ დოკუმენტის შეუსრულებლობას ასახელებს.

ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას 1992 წელს მოეწერა ხელი. ხელშეკრულებაში 34 სახელმწიფო მონაწილეობს, ხოლო აშშ-ის გასვლის შემდეგ 33 ხელშემკვრელი ქვეყანა დარჩება. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიის თავზე იფრინონ სამხედრო საქმიანობის კონტროლისთვის. ხელშეკრულების დატოვება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნახევარი წლით ადრე შეტყობინების შემდეგ. აშშ-იმ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ 2020 წლის 21 მაისს განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system