თავში

პუტინმა ისრაელის მოქალაქე შეიწყალა

​პუტინმა ისრაელის მოქალაქე შეიწყალა
პუტინმა ისრაელის მოქალაქე შეიწყალა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისრაელის მოქალაქე, ნაამა ისახარი შეიწყალა, რომელიც ნარკოდანაშაულის ფაქტზე იყო დაკავებული.

ნაამა ისახარი 2019 წლის აპრილში შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. ის დელიდან თელ-ავივში მიფრინავდა. ჩხრეკის დროს მას 10 გრამი ჰაშიში ჰქონდა თან. 2019 წლის ოქტომბერში მას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ისრაელში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტი დაკავებულის დედას შეხვდა, რომელმაც მას შვილის გათავისუფლება სთხოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system