თავში

პუტინს პირადი საუბრების დროს ვაკრიტიკებ - მერკელი

პუტინს პირადი საუბრების დროს ვაკრიტიკებ - მერკელი
პუტინს პირადი საუბრების დროს ვაკრიტიკებ - მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, მასთან პირად  საუბარში აკრიტიკებს. ამის შესახებ მან ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

"რაც შეეხება პუტინს, ჩემი სიტყვებით ვიტყვი, რომ როდესაც საქმე კრიტიკას ეხება, თავს არ ვიკავებ, პირდაპირ ვსაუბრობ. ეს ჩემი სტილია ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვეთანხმები ყველაფერს, რაც რუსეთში ხდება, ადამიანის უფლებების ჩათვლით, განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით.", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთთან არის უამრავი კონფლიქტი, რაც ურთიერთობას ართულებს. მერკელი თვლის, რომ ნებისმიერ პირობებში აუცილებელია დიალოგის შენარჩუნება. იგი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტების მოგვარების დიპლომატიური გზები არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system