თავში

ყარაბაღთან დაკავშირებით ეუთო-ს საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა

ყარაბაღთან დაკავშირებით ეუთო-ს საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა
ყარაბაღთან დაკავშირებით ეუთო-ს საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა

სხდომას ეუთო-ს 57 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრო.მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ელჩმა იგლი ჰასანიმ შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე შეტაკებებისა და ადგილზე ვითარების გაუარების გამო.

მან ასევე შეშფოთება გამოთქვა მსხვერპლის მზარდი რიცხვის გამო და მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრების მიმართ.

ეუთო-ს თავმჯდომარის პირადმა წარმომადგენელმა, ელჩმა ანდრჟეი კასპრჟიკმა ბრიფინგზე საბჭოს წევრებს აცნობა, რომ ის ინფორმაციას ადგილიდან პირდაპირ და უმაღლეს დონეზე ადგილობრივი ინფორმატორებისგან იღებს.

ელჩის თქმით, ის მუდმივ კონტაქზე იმყოფება კონფლიქტურ მხარეებთან და მისი გუნდი მზად არის მონიტორინგის გასაახლებლად, როგორც კი ამის საშუალებას ვითარება მისცემთ.

მოლაპარაკების გზით გამოსავლის პოვნის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ეუთოს ხელმძღვანელობამ

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების, წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ თანათავმჯდომარეები ყველა მხარეს მიმართავენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და განაახლონ მოლაპარაკებები კონფლიქტის მდგრადი გადაჭრისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system