თავში

ყატარი თალიბებს მოუწოდებს, ქალთა უფლებებს პატივი სცენ

​ყატარი თალიბებს მოუწოდებს, ქალთა უფლებებს პატივი სცენ
ყატარი თალიბებს მოუწოდებს, ქალთა უფლებებს პატივი სცენ

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ მოუწოდა რადიკალურ მოძრაობა "თალიბანს", დაიცვას ის ვალდებულებები, რომლების შესახებ მან ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეარხი TRT ავრცელებს.

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქაბულში გამართულ შეხვედრაზე, მან თალიბებს მოუწოდა, პატივი სცენ ქალთა უფლებებს და განავითარონ ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოებასთან.

ალ ტანიმ ასევე აღნიშნა, რომ ქაბულის აეროპორტში ყატარიდან თვითმფრინავები ფრენებს გააგრძელებენ.

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა მაღალი რანგის ოფიციალური პირი გახდა, რომელიც ეწვია ქაბულს მას შემდეგ, რაც "თალიბებმა" ავღანეთში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ. ავღანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, ჰასან აჰუნდთან შეხვედრისას მან ასევე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზები განიხილა.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი ფაუზია ყუფი, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებდა და პრეზიდენტობის ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო, ყატარში გაიქცა.

ცნობისთვის, საინფორმაციო ქსელ TOLO-ს წამყვანი, ავღანელი ჟურნალისტი ბეჰეშთა არგჰანდი, რომელმაც მანამდე რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" მაღალჩინოსანთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა.

25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

17 აგვისტოს თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system