თავში

ყატარში ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბების მოლაპარაკებები იწყება

​ყატარში ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბების მოლაპარაკებები იწყება
ყატარში ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბების მოლაპარაკებები იწყება

ავღანეთის დელეგაცია, რომელიც მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს წარმოადგენს, დოჰაში ჩავიდა, რათა რადიკალურ მოძრაობა "თალიბანთან" სამშვიდობო მოლაპარაკებები აღადგინოს.

12 სექტემბერს ყატარის დედაქალაქში დაწყებული მოლაპარაკებები 15 დეკემბერს შეწყდა. მაშინ მხარეებმა განაცხადეს, რომ "დღის წესრიგის საკითხებზე კონსულტაციებისთვის" 20-დღიან შესვენებას გააკეთებდნენ.

ამასთან, ავღანური მედიის ინფორმაციით, სამშაბათს დილით ქაბულში ავღანეთში აშშ-ის შერიგების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, ზალმაი ჰალილზადი ჩავიდა. მისი ვიზიტის პროგრამა არ სახელდება. იქიდან კი ის დოჰაში ჩასვლას გეგმავს.

"მე ვბრუნდები დოჰასა და რეგიონში იმედით, რომ მხარეები მოლაპარაკებების პროცესში ხელშესახებ პროგრესს მიაღწევენ", - განაცხადა მან.

ავღანეთის ხელისუფლებასა და "თალიბებს" შორის დაწყებული მოლაპარაკებები მიმართულია ქვეყანაში საომარი მოქმედებებისა და ძალადობის შეწყვეტისკენ, რასაც, სავარაუდოდ, ხელისუფლების გაყოფა და 19 წლიანი ომის დასრულება უნდა მოჰყვეს. მიუხედავად პირდაპირი დიალოგისა, ავღანეთში ძალადობა ამ დრომდე არ წყდება. ავღანეთის ხელისუფლება "თალიბებს" შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი ამ დრომდე ვერ იქნა მიღწეული.

შიდაავღანური მოლაპარაკებები აშშ-სა და "თალიბებს" შორის 2020 წლის თებერვალში დადებული სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია, რომელიც ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანას, ქვეყნის შიგნით დიალოგის დაწყებასა და ხანგრძლივი ომის დასრულებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system