თავში

ყავა, შესაძლოა, გაქრეს

​ყავა, შესაძლოა, გაქრეს

ყავის მარცვლების მოყვანის ადგილებში კლიმატურმა ცვლილებებმა შესაძლოა, მისი გაქრობა გამოიწვიოს. ამის შესახებ ჟურნალი Global Change Biology წერს.

სპეციალისტების თქმით, რობუსტა, შესაძლოა, დაზარალდეს ტემპერატურის იმ დიაპაზონის შემთხვევაში, რომელიც ახლა შეინიშნება. მათი თქმით, ყავა წარმატებით იზრდება, თუ ტემპერატურა 18-26,6 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

ამ ყავის უმეტესობა აფრიკაში მოდის. მის რეგიონებში კი ბოლო დროს მნიშვნელოვანი კლიმატური ცვლილებები ხდება. დაახლოებით 800 ფერმის ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ყავის ამ სახეობის მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა.

რობუსტა ამჟამად ყავის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მეორე ადგილზე კი არაბიკაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system