თავში

ყაზახეთის პრემიერად ისევ ასკარ მამინი დაინიშნა

​ყაზახეთის პრემიერად ისევ ასკარ მამინი დაინიშნა
ყაზახეთის პრემიერად ისევ ასკარ მამინი დაინიშნა

ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტს ისევ ასკარ მამინი უხელმძღვანელებს. შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უკვე მოაწერა.

მამინი ყაზახეთის პრემიერის პოსტს 2019 წლის თებერვლიდან იკავებდა. პარლამენტში მისი კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

მამინის დანიშვნას მხარი ორმა პარტიამ - "აკ-ჟოლმა" და "ყაზახეთის სახალხო პარტიამ არ დაუჭირა".

მამინის მთავრობამ უფლებამოსილება ახალი პარლამენტის არჩევასთან დაკავშირებით მოიხსნა. მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე ისინი მოვალეობას ასრულებენ. საპარლამენტო არჩევნები ყაზახეთში 2021 წლის 10 იანვარს ჩატარდა.

არჩევნებში 71,1%- ით გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობა ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პარტიამ "ნურ ოტანმა" ( სამშობლოს სინათლემ) მოიპოვა. მათ გარდა პარლამენტი კიდევ 2 პარტია მოხვდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system