თავში

ყაზახეთის პრეზიდენტმა რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

​ყაზახეთის პრეზიდენტმა რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
ყაზახეთის პრეზიდენტმა რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დღეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამშვიდობოების ყაზახეთიდან გაყვანა იწყება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამშვიდობოების მიერ დაცული სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტების ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემა უკვე მიმდინარეობს.

სამშვიდობოები აღჭურვილობისა და მასალის რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების თვითმფრინავებში ჩასატვირთად და მუდმივი განლაგების პუნქტებში დასაბრუნებლად მომზადებას იწყებენ.

ცნობისთვის, 11 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ალიხან სმაილოვი დანიშნა.

5 იანვარს ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system