თავში

ყაზახეთმა უცხოელებისთვის საზღვარი ჩაკეტა

ყაზახეთმა უცხოელებისთვის საზღვარი ჩაკეტა
ყაზახეთმა უცხოელებისთვის საზღვარი ჩაკეტა

ყაზახეთმა, საგანგებო მდგომარეობის გამო, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა შეაჩერა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ყაზახეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა შეჩერებულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ყაზახეთის დედაქალაქში ინტერნეტი ისევ ამუშავდა. ჯერჯერობით გათიშულია მობილური ინტერნეტი.

ქალაქში ქსელთან წვდომა ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე დაიბლოკა, თუმცა ფიჭური კომუნიკაცია შედარებით სტაბილურად ფუნქციონირებდა.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system