თავში

ყაზახეთში აქციის მონაწილეები ალმათის ცენტრში ისევ იკრიბებიან

​ყაზახეთში აქციის მონაწილეები ალმათის ცენტრში ისევ იკრიბებიან
ყაზახეთში აქციის მონაწილეები ალმათის ცენტრში ისევ იკრიბებიან

ახალგაზრდების ჯგუფი ალმათის გარეუბნიდან ქალაქის ცენტრისკენ მიემართება. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეო, რომელზეც მარშის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ფარი უჭირავს. ის, სავარაუდოდ, მასთან გუშინდელი შეტაკების დროს მოხვდა.

აქციის მონაწილეები სპეცტექნიკით გადაადგილდებიან, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ძალოვნებს ეკუთვნოდა.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. 

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system