თავში

ყაზახეთში არავაქცინირებულს შაბათ-კვირას რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში აღარ შეუშვებენ

​ყაზახეთში არავაქცინირებულს შაბათ-კვირას რესტორნებსა და=
ყაზახეთში არავაქცინირებულს შაბათ-კვირას რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში აღარ შეუშვებენ

ყაზახეთში კორონავირუსის წინააღმდეგ აუცრელ მოქალაქეებს შაბათ-კვირას რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში აღარ შეუშვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმე დღეებში სავაჭრო მოლებსა და რესტორნებში შესასვლელად მოსახლეობამ ვაქცინაციის დამდასტურებელი მოწმობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. შეზღუდვა ხვალიდან შედის ძალაში.

პანდემიის დაწყების დღიდან ყაზახეთში კორონავირუსის 823 189 შემთხვევა დადასტურდა, 8 643 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system