თავში

ყაზახეთში ექსტრემისტები დააკავეს

​ყაზახეთში ექსტრემისტები დააკავეს
ყაზახეთში ექსტრემისტები დააკავეს

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრომლებმა ორი ექსტრემისტი დააკავეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სპეცოპერაცია ალმათიში 14 თებერვალს ჩატარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები დააპატიმრეს.

მათ საცხოვრებელ სახლებში ამოღებულია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მის დასამზადებლად საჭირო კომპონენტები, ცივი იარაღი, სმარტფრონები, სადაც თავდასხმის ობიექტების ამსახველი ფოტო და ვიდეო ინახებოდა.

საქმე აღძრულია ტერაქტის მომზადებისა და ტერორიზმის პროპაგანდის მუხლებით. გამოძიება გრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system