თავში

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები წინასწარ იყო დაგეგმილი - ლუკაშენკო

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები წინასწარ იყო დაგეგმილი - ლუკაშენკო
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები წინასწარ იყო დაგეგმილი - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ  ყაზახეთში არსებულ ვითარებასა და CSTO-ს ძალების შეყვანის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება ყაზახეთის მოვლენებს, ჩვენ უფრო მეტად გვაწუხებს ის, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა,  ამ მიმართულებით  ყაზახეთში არსებულ ვითარებას პუტინთან განვიხილავდით  და რამდენჯერმე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ალმათში ძალიან შემაშფოთებელი ვითარებაა.

„ყველაფერს, რისი დაწვაც შეიძლებოდა, ცეცხლი წაუკიდეს.  აიღეს აეროპორტი. უფრო მეტიც, მიზანმიმართულად. ალმათშიც და ნურ-სულთანშიც იყო აეროპორტის დაკავების მცდელობა. მიზანმიმართულად. იმიტომ რომ მიხვდნენ, იქ გადაიყვანდნენ შეიარაღებულ ძალებს პირველ რიგში, რუსეთიდან და CSTO-ს ქვეყნებიდან. ანუ საჭირო იყო კონტროლი ისე, რომ შეუძლებელი ყოფილიყო იქ დაშვება. საბედნიეროდ, არის სამხედრო აეროდრომი, 40 კილომეტრის მოშორებით, ალმათის მახლობლად, რომელიც ყოველთვის სამხედროების კონტროლის ქვეშ იყო", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system