თავში

ყაზახეთში ორი მაღალჩინოსანი ძალოვანი გარდაცვლილი იპოვეს

​ყაზახეთში ორი მაღალჩინოსანი ძალოვანი გარდაცვლილი იპოვეს
ყაზახეთში ორი მაღალჩინოსანი ძალოვანი გარდაცვლილი იპოვეს

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ცნობით, უწყების პოლკოვნიკის, აზამატ იბრაევის ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს. გარდა ამისა, ჟამბილის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალმა ჟანატ სულეიმენოვმა თავი მოიკლა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იტყობინება.

მედია წერს, რომ გარდაცვლილ პოლკოვნიკს სიმაღლიდან ჩამოვარდნისთვის დამახასიათებელი დაზიანებები აღენიშნება.

გარდა ამისა, Orda.kz-ის კორესპონდენტის ცნობით, ჟამბილის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალმა ჟანატ სულეიმენოვმა თავი მოიკლა.

მედიის ცნობით, არეულობის შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ტრიბუნალი ემუქრებოდა.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system