
ყაზახეთის პარლამენტის სპიკერად მაულენ აშიმბაევი დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოაწერა ხელი.
მაულენ აშიმპაევი ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.
შეგახსენებთ, 2 მაისს ტოკაევმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის უფროს ქალიშვილს სპიკერის უფლებამოსილება შეუწყდა. ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის უფროს ქალიშვილს, დარიგა ნაზარბაევას დღეს სადეპუტატო უფლებამოსილებაც შეუჩერა.