თავში

ყაზახეთში სამხედროები 70-ზე მეტი თვითმფრინავით ჩაჰყავთ

​ყაზახეთში სამხედროები 70-ზე მეტი თვითმფრინავით ჩაჰყავთ
ყაზახეთში სამხედროები 70-ზე მეტი თვითმფრინავით ჩაჰყავთ

ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ე.წ. კოლექტიური სამშვიდობო ძალების ჩაყვანის მიზნით ჩამოყალიბდა საჰაერო ჯგუფი, რომელშიც 70-ზე მეტი თვითმფრინავი შედის. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოპერაციაში რუსეთის სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებიც არის ჩართული. მათ ბელარუსის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და სომხეთის სამხედრო კონტიგენტები გადაჰყავს.

თავის მხრივ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთის ტერიტორიაზე 2 ათასზე მეტ ადამიანს და 250 ერთეულ ტექნიკას მოიცავს.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system