თავში

ყაზახეთში საპროტესტო აქციებზე ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა

​ყაზახეთში საპროტესტო აქციებზე ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა
ყაზახეთში საპროტესტო აქციებზე ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა

ყაზახეთში საპროტესტო აქციების შედეგად უკვე ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 400 საავადმყოფოშია. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ყაზახეთის რესპუბლიკაში საპროტესტო აქციების შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, 400 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, 62 ადამიანი რეანიმაციაშია", - აღნიშნეს უწყებაში.

მანამდე ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყაზახეთის რიგ რეგიონებში არეულობის დროს 12 პოლიციელი და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი დაიღუპა.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system