თავში

ყაზახეთში, დემონსტრანტებმა ორ სამართალდამცველს თავი მოჰკვეთეს

ყაზახეთში, დემონსტრანტებმა ორ სამართალდამცველს თავი მოჰკვეთეს
ყაზახეთში, დემონსტრანტებმა ორ სამართალდამცველს თავი მოჰკვეთეს

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საპროტესტო აქციებს 13-ზე მეტი სამართალდამცველი ემსხვერპლა. 

უცხოური მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა ორ მათგანს თავი მოჰკვეთეს. 

სამოქალაქო არეულობის შედეგად დაღუპულია ათობით დემონსტრანტი.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით თავდამსხმელი "ლიკვიდირებულია" .

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ყაზახეთში საპროტესტო აქციების შედეგად უკვე ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system