თავში

ყაზანის სკოლაში დაღუპულები დაკრძალეს - განახლებულია

ყაზანის სკოლაში დაღუპულები დაკრძალეს
ყაზანის სკოლაში დაღუპულები დაკრძალეს - განახლებულია
© fox59.com

ყაზანის სკოლაში ტერაქტის შედეგად დაღუპულ 9 ადამიანი დაკრძალეს. ამის ჟურნალისტებს თათრეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლილია გალიმოვამ განუცხადა.

”9-ვე დაკრძალულია”, - განაცხადა გალიმოვამ.

თათრეთის პრეზიდენტმა რუსტამ მინიხანოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მსხვერპლთა დაკრძალვის ორგანიზებას თავის თავზე იღებდა.

-10:07-

ყაზანის სკოლაში ტერაქტის შედეგად დაღუპულ 9 ადამიანს დღეს დაკრძალავენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"ტერაქტის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონიალი დღეს გაიმართება. მას დაესწრებიან სინქოლოგები", - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური პირების განცხადებით, ამჟამად ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირება მოხდა. ტრაგედიის გამო ხელისუფლება 12 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს 19 წლის ილნაზ გალიავიევი ყაზანის 175 გიმნაზიის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სკოლაზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ბავშვი. 21 ადამიანი დაშავდა, ორ მათგანს მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system