თავში

ყირგიზეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - განახლებულია

ყირგიზეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - განახლებულია
ყირგიზეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - განახლებულია

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში სამხედრო ნაწილების გამოყვანა ბრძანა.  ქუჩებში მოეწყობა საკონტროლო გამშვები პუნქტები. არეულობის თავიდან აცილების მიზნით, ჯარისკაცებს სამხედრო ტექნიკის გამოყენების უფლება აქვთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კომენდანტის საათს და უსაფრთხოების მკაცრ რეგულაციებს გულისხმობს, დღეს საღამოს 8 საათიდან შევა ძალაში და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

-09:25-

ყირგიზეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა მთავრობის შენობები დაიკავეს და საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, ოპოზიციური ძალები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

ყირგიზეთში საპროტესტო ტალღა კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system